არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და World Vision საქართველოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იწყება ახალი პროექტი „მშობლები ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომლის მიზანიც აღზრდის არაძალადობრივი მეთოდების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და ინოვაციური მიდგომებით პოზიტიური მშობლობის ტირაჟირებაა.
პროექტის ფარგლებში თვითმართვადი დისტანციური სასწავლო კურსები შეიქმნება, რაც მშობლებს შესაძლებლობას მისცემს მოსახერხებელი ფორმატით, მათთვის სასურველ დროსა და ადგილას შეძლონ აღზრდის თანამედროვე მიდგომების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიება და მშობლობის უნარების გაუმჯობესება.
მაისსა და ივნისში მშობლებისთვის ორი საბაზო კურსი – „პოზიტიური მშობლობის უპირატესობა“ და „ქცევის მართვა“ გამოქვეყნდება. კურსის გავლის შემდეგ მშობლები შეიძენენ მხარდამჭერი და მზრუნველი მშობლის კომპეტენციას; შეისწავლიან ქცევის მართვის სტრატეგიებს; შეძლებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ შვილების აღზრდის პროცესი; დისტანციურ კურსებს მაღალკვალიფიციური, ცნობილი ფსიქოლოგები გაუძღვებიან.
„მშობელს უდიდესი როლი აკისრია ბავშვის განვითარების პროცესში. World Vision საქართველო წლებია ხელს უწყობს მშობლების გაძლიერებას პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების განვითარების გზით. ახალი დისტანციური კურსები კი მშობლებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა და გაეცნონ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელიც გამოადგებათ მათ შვილებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში.
ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი წარმატებული და ფართოდ გავრცელებული სტრატეგია სწორედ მშობლების განათლებაა ბავშვის აღზრდის საკითხებში.
World Vision საქართველო 2013 წლიდან არის #ITAW გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებას და ამ ბავშვებისათვის უკეთესი მომავლის შექმნას საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი მშობლებისა და მზრუნველებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს აღზრდის არაძალადობრივი მეთოდების აღიარებას და დამკვიდრებას საზოგადოებაში,“ – World Vision საქართველოს წარმომადგენელი.
დისტანციური კურსები საჯაროდ განთავსდება ვებგვერდზე www.mshobeltaskola.ge და გავრცელდება საოციალური ქსელის საშუალებით კურსებით სარგებლობას ყველა მშობელი შეძლებს, ვისაც “სმარტფონზე“, კომპიუტერსა და ინტერნეტზე ხელი მიუწვდება.კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მშობლები ელექტრონული ფორმატის პერსონალურ სიგელებს მიიღებენ.
20 წელია World Vision საქართველო ხელს უწყობს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერებასა და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, რომელიც არის ინკლუზიური, ტოლერანტული და თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ყველას. World Vision საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს ბავშვებთან, ოჯახებთან, თემებთან და ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამებს შემდეგი მიმართულებით: ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა, ადრეულ ასაკში ბავშვის განათლება და განვითარება, ახალგაზრდების გაძლიერება, ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა, თემის ჩართულობა.
ბავშვთა დაცვასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული საინტერესო რესურსი შეგიძლიათ იხილოთ World Vision საქართველოს ვებ გვერდზე: www.worldvision.ge
###
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, „მშობლები განათლებისთვის“
ტელ: 599 74 07 50 ელ.ფოსტა: kavtuashvilimegi@gmail.com www.mshobeltaskola.ge
თეონა ნავდარაშვილი, კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი, World Vision საქართველო. ტელ: +995 555 539559 ელ.ფოსტა: Teona_navdarashvili@wvi.org, www.worldvision.ge