ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლებისთვის მშობელთა ჩართულობის შესახებ ტრეინინგი ჩატარდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი უძღვებოდა. სესია სახელწოდებით „მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული დაგეგმარება სკოლებში“ 1,5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრა შედგა არასამთავრობო ორგანიზაციის „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“ ორგანიზებით, პროექტის „ელექტრონულის სწავლების პლატფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ახმეტისა და ქედის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.