არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ სკოლებში მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით სასკოლო საზოგადოების ტრენინგებს ატარებს. სასწავლო კურსებში მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და სკოლის ადმინსიტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ტრენინგ-მოდული რამდენიმე საკვანძო თემას აერთიანებს, მათ შორის არის: დემოკრატიული სკოლა; სკოლისა და მშობლების კომუნიკაცია; მშობელთა ჩართულობის რეალისტური სქემები/მოდელები და კომუნიკაციის სისტემები.
ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და განიხილავენ კონკრეტულ სკოლის პედაგოგების, მშობლების და თემის თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობებს, რომელიც თახვედრაში იქნება ქართულ კანონმდებლობასთან.
ტრენინგის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ სახელმძღვანელო „მშობელთა ჩართულობა“.
პროექტი მონაწილეობითი მართვის მხარდაჭერა სკოლებში კონრად ადენაუერის ფონდის თანადგომით მიმდინარეობს.