პოზიტიური მშობლობის დასწავლისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის, მნიშვნელოვანია არსებობდეს მშობლების მხარდამჭერი პროგრამები. ამ და სხვა საკითხებზე Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრეს მშობელთა ასოციაცია “მშობლები განათლებისთვის” (P4E) აღმასრულებელმა დირექტორმა მეგი კავთუაშვილმა და პროექტის პარტნიორი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ.