ძალადობა, ჩაგვრა, უთანასწორობა, ანტისანიტარია, ჭარბი საშინაო დავალებები და სხვა პრობლემები, რაც მოსწავლეთა მშობლებს აწუხებთ სკოლებში. ამ და სხვა თემებზე TV იმედის დილის გადაცემაში საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი და განათლება ყველასათვის – საქართველო-ს დირექტორი გიორგი ჭანტურია.