თვე: ივნისი 2020

მშობლებისთვის ციფრული სკოლა ამოქმედდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ მშობელთა ციფრული სკოლა შექმნა. ვებგვერდი www.mshobeltaskola.ge კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს მშობლებს შვილის აღზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის და ცოდნის დეფიციტის შევსებაში. მშობელთა ციფრული სკოლა დაეხმარება ყველა დაინტერესებულ მშობელს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიძინონ მხარდამჭერი და მზრუნველი მშობლის კომპეტენცია, შეძლონ თავდაჯერებულად, დამოუკიდებლად და რაც მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ დეტალურად…

“მშობლები განათლებისთვის” მშობელთა დისტანციური სკოლის პროექტს იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მოსწავლეთა მშობლებისთვის დისტანციური ფორმატის საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ივნისის მიწურულს ინტერნეტსივრცეში ახალი ვებგვერდი გამოჩნდება, სადაც მშობლები შეძლებენ შვილთან და სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მიიღონ მაღალკვალიფიციური  სპეციალისტის რეკომენდაცია. კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებამდე მშობელთა ასოციაცია მოწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავდა. ამის მიუხედავად, მშობლების ნაწილი ტრენინგებში სხვადასხვა მიზეზით ვერ დეტალურად…

+