თვე: აპრილი 2020

მშობლობა იზოლაციაში

  მეხუთე კვირაა სახლში ვართ! დედა, მამა და ორი შვილი. 11 წლის კესო და 5 წლის კატო. მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრების გამოცდილება არავის გვაქვს. ადამიანები ყველა კონტინენტზე ბუნებრივად დავიბენით, შეგვეშინდა და ყველა ჩვენებურად ვცდილობთ თავის გატანას ამ უჩვეულო დროში. სახლებში იზოლაციის და კარჩაკეტილი ცხოვრების პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ის მშობლები ვართ, ვისაც მცირეწლოვანი შვილი დეტალურად…

+