IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 

Important Announcement: გალერეა დაგვემატა !!!

კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7 კვირა 8 კვირა 9 კვირა 10 კვირა 11 კვირა 12 კვირა 13 კვირა 14 კვირა 15 კვირა 16 კვირა 17 კვირა 18 კვირა 19 კვირა 20 კვირა 21 კვირა 22 კვირა 23 კვირა 24 კვირა 25 კვირა 26 კვირა 27 კვირა 28 კვირა 29 კვირა 30 კვირა 31 კვირა 32 კვირა 33 კვირა 34 კვირა 35 კვირა 36 კვირა 37 კვირა 38 კვირა 39 კვირა 40


 
Closed TopicStart new topic
sofo
პოსტი 27th August 2009 - 20:31:03
პოსტი #1
  


VIP
****



ჯგუფი: Administrators
პოსტები: 2,580

რეგისტრ.: 20-June 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2



 
 
თქვენი მუცელი ზრდას აგრძელებს, უსიამოვნო შეგრძნებები მკერდის და მენჯის არეში გრძელდება. ეს ბუნებრივია, მზარდ ნაყოფს სულ უფრო და უფრო მეტი სივრცე სჭირდება. ზოგ ქალს ამ ვადაზე უვითარდება მუდმივი გულძმარვა (ადრე იყო ეპიზოდური). ამის მიზეზი ისევ შინაგანი ორგანოების ადგილის ცვლილებაა და პრობლემები ექმნება კუჭის მუშაობას. სცადეთ ცოტ–ცოტას და უფრო ხშირად ჭამა. ნახევრადმჯდომარე პოზა ჭამის შემდეგ ასევე დაგეხმარებათ გულძმარვის დამარცხებაში.

წელის ტკივილს ხშირად უჩივიან ორსულობისას. ეს შეიძლება ნებისმიერ ვადაზე გამოვლინდეს, ხოლო ზოგიერთს მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვე აწუხებს. ტკივილების შეგრძნებას ასუსტებს ისევ სწორად დგომა და ფიზიკური ვარჯიშები. გარდა ამისა ქმარს შეახსენეთ, რომ თქვენი ზურგის ყოველდღიური მასაჟი მისი პირდაპირი მოვალეობაა.

ორსულის ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონს – რელაქსინს, ის იწვევს მენჯის ძვლების შეერთების შესუსტებას და მას უფრო "ჭიმვადს" ხდის. მშობიარობა ამით ბავშვისათვის ნაკლებად ტრავმული ხდება, მაგრამ თქვენთვის ახლა მხოლოდ დისკომფორტია. თქვენი სიარული ნელ–ნელა იხვის ბაჯბაჯს ემსგავსება. არაფერია, მშობიარობის შემდეგ მალე გაივლის.

ბევრი ქალი ორსულობის ამ ფაზას შესამჩნები დისკომფორტის გარეშე გადის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი სხეული მშობიარობისათვის არ ემზადება. ყველა ის უსიამოვნო შეგრძნება დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ორგანიზმის თავისებურებაზე. მაგალითად ინდივიდუალურია ტკივილისადმი მგრძნობელობა. ფიზიკური ამტანობა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ნავარჯიშევი ბრძანდებით.

თუ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სუნთქვის გაძნელება სეირნობისას დაღლის შემდეგ შეიძლება მავნე აღმოჩნდეს ნაყოფისათვის, ეს არასწორია. ამის გამო სეირნობა არ შეწყვიტოთ. სხვა საქმეა, თუ უბრალო სეირნობა ძლიერ გღლით და გულის მხრიდან პრობლემები გაქვთ. მაშინ კარდიოლოგს ეჩვენეთ.

ამ დროისათვის ნაყოფის თვალის გუგები სინათლეზე ისევე რეაგირებენ, როგორც ზრდასრული ადამიანის. ამავე დროს კანი უკვე მოვარდისფრო ფერს იძენს, აქამდე უფრო წითელთან ახლო იყო. ფრჩხილებმა უკვე თითის ბოლომდე მაღწიეს (თითქმის)

წონა დაახლოებით 1,5 კგ.

© Medea.Ge

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic

Moderation Panel

 


ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:






მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th September 2010 - 18:48:48
navige