IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 

Important Announcement: გალერეა დაგვემატა !!!

კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7 კვირა 8 კვირა 9 კვირა 10 კვირა 11 კვირა 12 კვირა 13 კვირა 14 კვირა 15 კვირა 16 კვირა 17 კვირა 18 კვირა 19 კვირა 20 კვირა 21 კვირა 22 კვირა 23 კვირა 24 კვირა 25 კვირა 26 კვირა 27 კვირა 28 კვირა 29 კვირა 30 კვირა 31 კვირა 32 კვირა 33 კვირა 34 კვირა 35 კვირა 36 კვირა 37 კვირა 38 კვირა 39 კვირა 40


 
Closed TopicStart new topic
sofo
პოსტი 27th August 2009 - 20:25:40
პოსტი #1
  


VIP
****



ჯგუფი: Administrators
პოსტები: 2,520

რეგისტრ.: 20-June 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2



 
 
ამ კვირშიც თავს შესანიშნავად გრძნობთ. სასურველია, ცოტა ხანში შეარჩიოთ საკუთარი მეანი, რომელიც მშობიარობას ჩაატარებს. მართალია, მეანის შერჩევა დამატებითი ხარჯია, მაგრამ მას აქვს რამდენიმე უპირატესობა – ეს არის პიროვნება, რომელსაც დიდი ხნით ადრე ექნება თქვენი მშობიაროვის ტაქტიკა შერჩეული და დაგეგმილი, საფუძვლიანად იცნობს თქვენი ორსულობის მიმდინარეობას და თავისებურებებს და მხოლოდ ძალზე იშვიათ შემთხვევაში მოუწევს გეგმის შეცვალა.

თუ მეანი შერჩეული არ გყავთ და მორიგე ბრიგადასთან მშობიარობთ, ბრიგადის ექიმებს ჯერ ერთი ძალიან მცირე დრო აქვთ მოფიქრებისთვის, არ იცით ერთდროულად რამდენი მშობიარე ეყოლებათ მისახედი, თქვენი ორსულობის მიმდინარეობის შესახებ აქვთ მინიმალური ინფორმაცია გაცვლა–გამოცვლის ბარათიდან და თუ მშობიარობის პროცესი გაჭიანურდა, შესაძლოა სამშობიაროში ერთი ბრიგადის მორიგეობისას შეხვიდეთ და მშობიარობამ კი მეორე ბრიგადასთან მოგიწიოთ, რაც კიდევ უფრო ნაკლებ დროს უტოვებს მორიგეებს თქვენს ისტორიასთან გასაცნობად.

ამჟამად მეანის აყვანისას პაციენტის დამატებითი ხარჯი 100–დან 350 ლარამდე მერყეობს, იმისდა მიხედვით რამდენად ავტორიტეტული და სახელგანთქმულია თქვენი მეანი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეიძლება აყვანილი მეანი სულაც არ იყოს ძალზე სახელგანთქმული და ტიტულოვანი, იყოს კარგი რიგითი, მაგრამ ყოველივე ზემოჩამოთვლილის გამო მაინც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების შანსს თქვენთვის და თქვენი პატარისათვის. თანაც გაცილებით დიდი შანსია, რომ სახელგანთქმულ ექიმს ერთდროულად რამდენიმე მშობიარე ჰყავდეს მისახედი, ან ძალზე გადაღლილი იყოს თქვენი მშობიარობის მომენტისათვის.

უკვე დროა იფიქროთ პატარას ადგილზე. მშობელთა უმეტესობა პირველ თვეებს ბავშვთან ერთ ოთახში ატარებს. ეს ამარტივებს ღამით კვებას, პამპერსების გამოცვლას. თუ თქვენ ცალკე გაქვთ ბავშვის ოთახი თქვენი ოთახის გვერდით და გადაწყვიტეთ, რომ ბავშვი მუდმივად იქ იყოს, მაშინ ხარჯი გაიღეთ ახალშობილის მონიტორზეც, რომ მუდმივად ხედავდეთ რა ხდება მის საწოლში, უნდა გქონდეთ ტაიმერი კვების დრო რომ არ გამოგეპაროთ. ამ ვარიანტს რამდენიმე უპირატესობა აქვს – ბავშვი თავიდანვე ეჩვევა მარტო ძილს და აღარ ატერორებს მშობლებს. გარდა ამისა მარტივდება ცოლქმრული ურთიერთობის პრობლემებიც. ბევრს ბავშვთან "ერიდება"

მეორე სიტუაცია საქართველოსათვის ტიპიური არ არის, ამიტომ მასზე დიდხანს არ გავჩერდებით.

ბავშვი კი იზრდება დღეობით კი არა საათობით. მისი წონა უკვე 700 გრ–ია, ინტენსიურად მაგრდება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატი.

© Medea.Ge

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic

Moderation Panel

 


ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:






მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th September 2010 - 05:18:32
navige