IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 

Important Announcement: გალერეა დაგვემატა !!!

კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7 კვირა 8 კვირა 9 კვირა 10 კვირა 11 კვირა 12 კვირა 13 კვირა 14 კვირა 15 კვირა 16 კვირა 17 კვირა 18 კვირა 19 კვირა 20 კვირა 21 კვირა 22 კვირა 23 კვირა 24 კვირა 25 კვირა 26 კვირა 27 კვირა 28 კვირა 29 კვირა 30 კვირა 31 კვირა 32 კვირა 33 კვირა 34 კვირა 35 კვირა 36 კვირა 37 კვირა 38 კვირა 39 კვირა 40


 
Closed TopicStart new topic
sofo
პოსტი 27th August 2009 - 20:19:49
პოსტი #1
  


VIP
****



ჯგუფი: Administrators
პოსტები: 2,520

რეგისტრ.: 20-June 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2



 
 
ამ კვირაში თქვენ შეიძლება პირველად იგრძნოთ ნაყოფის მოძრაობა. ეს უფრო მოსალოდნელია, თუ თქვენ უკვე გყავთ შვილი, ან თუ ძალიან გამხდარი ბრძანდებით. განმეორებითი ორსულობისას ეს 2–4 კვირით ადრე ხდება პირველთან შედარებით. პირველი ორსულობისას ქალი ზოგჯერ 22–23 კვირამდე ვერ გრძნობს ნაყოფის მოძრაობას და ეს არც არის გასაკვირი. ამ ვადაზე მოძრაობა საკმაოდ დელიკატურია, განსხვავებით იმ ტლინკაობისაგან, რომელიც იცის ნაყოფმა შედარებით გვიან ვადებზე.

ნაყოფის პირველი ამოძრავება შეიძლება მშობიარობის ვადის დასადგენადაც გამოვიყენოთ, მაგრამ ეს შეფასება ძლიერ არაზუსტია.

ამ კვირაში სასურველია ჩააბაროთ ალფა–ფეტოპროტეინის, ქორიონული გონადოტროპინის და ესტრიოლის ანალიზები.

ზოგიერთი გენეტიკური დაავადების დროს (მაგ. დაუნის სინდრომი), ეს მაჩვენებლები გამოდის ნორმიდან, ამიტომ მათი ჩაბარება აუცილებელია.

ნაყოფი იზრდება. მისი ყურის ნიჟარები თავის ადგილას მივიდა – ადრე კისრის ახლოს იყო.

ფრჩხილებიც უკვე პრაქტიკულად ფორმირებულია

რაც შეეხება თირკმელებსა და შარდის ბუშტს, ისინი ინტენსიურად მუშაობენ. ყოველ 45 წუთში მათ თავიანთი "წვლილი შეაქვთ" ამინიონურ სითხეში. პატარა ხშირ–ხშირად წოვს თავის თითს.

ზომაშიც როგორ გაიზარდა – უკვე 16 სმ–ია!

© Medea.Ge

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic

Moderation Panel

 


ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:






მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th September 2010 - 05:19:03
navige