IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 

Important Announcement: გალერეა დაგვემატა !!!

კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7 კვირა 8 კვირა 9 კვირა 10 კვირა 11 კვირა 12 კვირა 13 კვირა 14 კვირა 15 კვირა 16 კვირა 17 კვირა 18 კვირა 19 კვირა 20 კვირა 21 კვირა 22 კვირა 23 კვირა 24 კვირა 25 კვირა 26 კვირა 27 კვირა 28 კვირა 29 კვირა 30 კვირა 31 კვირა 32 კვირა 33 კვირა 34 კვირა 35 კვირა 36 კვირა 37 კვირა 38 კვირა 39 კვირა 40


 
Closed TopicStart new topic
sofo
პოსტი 27th August 2009 - 20:17:46
პოსტი #1
  


VIP
****



ჯგუფი: Administrators
პოსტები: 2,580

რეგისტრ.: 20-June 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2



 
 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეორე ტრიმესტრში! გილოცავთ, გზის ერთი მესამედი უკვე გავლილია. თუ პროგნოზთა მიუხედავად ტოქსიკოზი გრძელდება, არ ინერვიულოთ, შვებას სულ მალე იგრძნობთ.

ახლა კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი, რომელსაც ორსულობა გიმზადებთ – ეს არის კუჭში შეკრულობა. ყაბზობა. ეს მოვლენები სწორედ ახლა იწყება.

ყაბზობის მიზეზი თქვენი ნაწლავების პერისტალტიკის შესუსტებაა. ეს ნიშნავს, რომ საკვების მასები ნელა გადაადგილდებ ნაწლავებში და ხდება ძალიან მკვრივი. ამ დარღვევის მიზეზები ისევ და ისევ ჰორმონული ცვლილებებია. გარკვეულ როლს თამაშობს მზარდი საშვილოსნო. იგი უფრო და უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს ნაწლავებისათვის. თუმცა საშვილოსნოს ზრდა ამ ეტაპზე უფრო ნაკლებ როლს თამაშოს ყაბზობის განვითარებაში, მისი როლი უფრო შემდეგში იკვეთება.

ყაბზობაში კარგი არაფერია. გარდა იმისა, რომ ეს თავისთავად უსიამოვნოა, გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. ყველაზე უსიამვნო არის ჰემოროი (ბუასილი). ჰემოროიდული კვანძები ორსულობისას ძალიან ხშირია, თუმცა თუ მათ ჯეროვან ყურადღებას დაუთმობთ, პრობლემები ნაკლები გექნებათ. მუდმივი დაჟიმულობა ყაბზობის დროს აუარესებს ჰემოროიდული კვანძების მდგომარეობას. ამისათვის კი აუცილებელია ყაბზობას ეფექტურად შევებრძოლოთ

აი რამდენიმე რჩევა

საკვებში შეიტანეთ მაქსიმალურად მეტი მცენარეული პროდუქტები, რომელიც შეიცავს მეტ უჯრედისს. უჯრედისი მთლიანად ვერ გადამუშავდება და აიძულებს ნაწლავებს იმუშაოს. ზოგიერთი მათგანი (კომბოსტო, პარკოსნები) გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს და იწვევს შებერილობას. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, მიიღეთ მიხაკის ჩაი და აქტივირებული ნახშირი,

სცადეთ პროდუქტები, რომელთაც აქვთ ბუნებრივი საფაღარათო ეფექტი, მაგალითად გახეხილი ჭარხალი ან მისი წვენი. კარგია ერთი ჩაის კოვზი თაფლი დამატებული 100–150 მლ გადადუღებულ წყალში. ეს "ელექსირი" უნდა დალიოთ უზმოზე, რომლის შემდეგაც 10–15 წთ უნდა წამოწვეთ. კარგია ზღვის კომბოსტო, ქლიავის წვენი და ჯემი. რაც შეეხება საფაღარათო მედიკამენტებს, მისი დანიშვნა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. თქვენით არ მიიღოთ

სცდეთ არ მიიღოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც კუჭში შეკრულობას იწვევს. ზოგიერთი მსხალი, ანწლი, მოცვი და სხვ

შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მოძრაობის რეჟიმი, ისეირნეთ ფეხით, შეასრულეთ ორსულთა ვარჯიშები.

თუ ეს ზომები არ დაგეხმარათ, მაშინ ექიმთან. მან უნდა შეარჩიოს თქვენთვის საფაღარათო პრეპარატები.

ბევრი საინტერესო რამ ხდება ამ კვირაში ბავშვის ორგანიზმში. ჩამოყალიბდა 20–ვე სარძევე კბილი, ნაწლავები ლაგდება მუცლის ღრუში, მათში ფორმირდება ბუსუსები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ საკვების გადამუშავებაში. კუჭქვეშა ჯირკვალი იწყებს ინსულინის გამომუშავებას.

არ დაგავიწყდეთ, თუ წინა კვირაში ვერ მოახერხეთ ექიმთან ვიზიტი, ახლა მაინც მიდით

ნაყოფი უკვე დაახლოებით 28 გრამია.

© Medea.Ge

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic

Moderation Panel

 


ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:






მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th September 2010 - 18:29:01
navige