IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 

Important Announcement: გალერეა დაგვემატა !!!

კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7 კვირა 8 კვირა 9 კვირა 10 კვირა 11 კვირა 12 კვირა 13 კვირა 14 კვირა 15 კვირა 16 კვირა 17 კვირა 18 კვირა 19 კვირა 20 კვირა 21 კვირა 22 კვირა 23 კვირა 24 კვირა 25 კვირა 26 კვირა 27 კვირა 28 კვირა 29 კვირა 30 კვირა 31 კვირა 32 კვირა 33 კვირა 34 კვირა 35 კვირა 36 კვირა 37 კვირა 38 კვირა 39 კვირა 40


 
Closed TopicStart new topic
    > 12 კვირა, პირველი ტრიმესტრი
გაუზიარე მეგობრებს
sofo
პოსტი 27th August 2009 - 20:17:08
პოსტი #1
  


VIP
****



ჯგუფი: Administrators
პოსტები: 2,580

რეგისტრ.: 20-June 09
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2



 
 
ორსულთა უმეტესობისათვის ეს კვირა "ძირეული გარდატეხაა". ამ დროისათვის ტოქსიკოზის უსიამოვნო გამოვლინებები შესუსტებას იწყებს.
ამ დროისათვის პლაცენტა იღებს თავის თავზე ჰორმონების გამომუშავებას, რაც ორსულობის შენარჩუნებისათვის არის საჭირო, ადრე ეს ყვითელი სხეულის პრეროგატივა იყო. სწორედ ეს უკანასკნელი "გაწვალებდათ" 2,5 თვის განმავლობაში.
სამწუხაროდ ზოგიერთ ორსულს ტოქსიკოზი უფრო მეტხანს უგრძელდება, განსაკუთრებით თუ ორსულობა მრავალნაყოფიანია.
ნაყოფის განვითარება სრული სვლით მიდის. მისი ძირითადი ორგანოების ჩანასახები უკვე ჩამოყალიბებულია. ღვიძლი უკვე იწყებს ნაღველის გამომუშავებას. ნაწლავები ასევე იწყებენ პერისტალტიკას. გრძელდება თავის ტვინის ჩამოყალიბება. ახლა ის უკვე ჰგავს ზრდასრულის მინიატურულ ტვინს. თქვენი ბაია უკვე 13–14 გრამია, სიგრძე 9 სმ.
ამ კვირაში უკვე აუცილებელია ვიზიტი გინეკოლოგთან, რომელიც თქვენზე მეთვალყურეობას გასწევს. ცალასახად განსაზღვრული ორსულის პატრონაჟის გეგმა არ არსებობს, გამოკვლევებია და ანალიზების დანიშვნა ორსულობის მიმდინარეობის მიხედვით უნდა მოხდეს. ჩვენ მოვიყვანთ იმ გამოკვლევათა ნუსხას, რომელსაც ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში კეთდება ჩვენს კლინიკაში:
  1. გინეკოლოგიური გასინჯვა სამანიპულაციოში,
  2. ნაცხის ბაქტერიოსკოპია,
  3. სისხლის ჯგუფი და რეზუსი,
  4. გამოკვლევა სიფილისზე,
  5. გამოკვლევა შიდსზე.
  6. სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები,
  7. INR (პროთრომბინის ინდექსის ეკვივალენტურო თანამედროვე პარამეტრია)
  8. გლუკოზა სისხლში
  9. ექოსკოპია,
  10. თერაპევტის კონსულტაცია.
  11. TORCH ინფექციები, თუ რომელი ინფექციები და იმუნოგლობულინები უნდა გაკეთდეს, ამას ექიმი გადაწყვეტს ანამნეზიდან გამომდინარე. მაგ. თუ თქვენ ორსულობამდე ტოქსოპლაზმის და წითურას IgG დადებითი გქონდათ, ეხლა მათი გაკეთება საჭირო აღარ არის

ყველა ეს გამოკვლევა უნდა ჩატარდეს 12–14 კვირის ვადაზე.

ექო ამ ვადებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნაყოფის განვითარების დეფექტების უმეტესობა ამ ვადებზე შეიძლება იქნეს გამოვლენილი.

© Medea.Ge

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic

Moderation Panel

 


ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:






მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th September 2010 - 18:07:59
navige