|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
წესები
მშობლების ფორუმის წესები
1.ზოგადი წესები 1.1.თემების გამოქვეყნება შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც ეთანხმება ფორუმის წესებს. 1.2.ფორუმის წესებს ამტკიცებს საიტის ადმინისტრაცია! 1.3.ადმინისტრაცია არ იძლევა გამოქვეყნებული თემების ინფორმაციული სიზუსტის გარანტიას. ყოველი თემა გამოხატავს ავტორის ნება-სურვილს და ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა განცხადების შინაარსზე. 1.4.ფორუმზე წესრიგს ამყარებენ ადმინისტრაციის წევრები. 1.5.ზოგიერთ განყოფილებაში იმოქმედებს დამატებითი წესები. 1.6.ფორუმზე დასაშვებია ქართული ტექსტის მხოლოდ ქართული სიმბოლოებით წერა.სხვა შემთხვევაში ყველა მსგავსი თემა და კომენტარი გაუფრთხილებლად წაიშლება.რაც შეეხება თავად ინგლისურ ტექსტებს, მათი წერა ჩვეულებრივად ინგლისური შრიფტით ნებადართული და სასურველია. 1.7.საიტზე აკრძალულია სხვა ვებ მისამართების რეკლამირება, გამოყენება !!! დასაშვები საიტები იქნება გამოქვეყნებული კონკრეტული ქვეფორუმის წესებში 2.თემები 2.1.აკრძალულია ერთი და იგივე თემის სხვადასხვა განყოფილებაში გახსნა. 2.2.აკრძალულია თემის გახსნა არაინფორმაციული სათაურით, მაგ. ”ვერაფერი გავიგე”, ”შემოიხედეთ”. სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი ობიექტი. 2.3. აკრძალულია ისეთი თემების გახსნა რომლის შინაარსი შეიცავს პოლიტიკურ, რელიგიურ მოწოდებებსა თუ განხილვებს 2.4. აკრძალულია არანორმატიული ლექსიკა და პირადი შეურაცხყოფა. 2.5. აკრძალულია დამცინავი და ცინიკური გამოხმაურებები. 2.6. ასოების ან ციფრების უაზრო კომბინაცია, მაგალითად, qwer213789htr 2.7. ადმინისტრაციას და განყოფილების მოდერატორს აქვს უფლება, წაშალოს ნებისმიერი თემა, რომელიც არაკორექტულია და შეურაცხყოფს სხვა მომხმარებლის ღირსებას ( მიუხედავად რაიმე განმასხვავებლისა ) , ან შეიცავს ძალადობრივ მოწოდებებს. ასევე, თუ იმავე სათაურის, ან თითქმის იდენტური შინაარსის თემა უკვე გახსნილია იმავე ან სხვა განყოფილებაში. 2.8. მოდერატორს და ფორუმის ადმინისტრაციას უფლება აქვს გადაადგილოს თემა, თუ აღნიშნული თემა არ შეესაბამება განყოფილების თემატიკას, ან შეაერთოს სხვა თემასთან - თუ მისი მსგავსი შინაარსის თემა უკვე არსებობს. ასეთ შემთხვევაში, ძველ თემას უერთდება ახალი და გაერთიანებული თემის ავტორად რჩება თავდაპირველი თემის ავტორი. 2.9. ადმინისტრაციას ან ადმინისტრაციის წევრს თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს შეუძლია დახუროს ნებისმიერო თემა რომელზეც ბოლო პოსტის შემდეგ გამოხმაურება არ ყოფილა ერთ თვეზე მეტი ხნის განვალობაში. 3. წევრის უფლებები და აკრძალვები 3.1 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება, ნებისმიერ განყოფილებაში ნებისმიერ თემაში შესაბამისი თემატიკის საკუთარი აზრი გამოთქვას ისე, რომ არ შეურაცხყოს ფორუმის სხვა მომხმარებლის ღირსება ( სადაც დაშვებულია დაპოსტვა ) 3.2 - ფორუმის ყოველ წევრს აქვს უფლება რედაქტირება გაუკეთოს საკუთარ ავატარს, ხელმოწერას, რომელიც არ უნდა ლახავდეს ფორუმის სხვა წევრების ღირსებას; არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ შინაარსს. 3.3 - ფორუმის ყველა წევრს აქვს უფლება მოითხოვოს ადმინისტრაციისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ თუ რატომ მიიღო გაფრთხილება. 3.4 - ფორუმზე იკრძალება რაიმე სახის ძალადობრივი მოწოდება. 3.5 - ფორუმზე იკრძალება კონკრეტულ თემაში თემის შინაარსის შეუსაბამო ( OFF posts ) განცხადებების გამოქვეყნება. 3.6 - ფორუმზე იკრძალება პორნოგრაფიის ან სხვა წევრების შეურაცხმყოფელი ვიდეო-ფოტო-აუდიო მასალის გავრცელება. 3.7 - იკრძალება მონაწილის ნიკნეიმში უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება. 4.სანქციები 4.1 ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში იმ განყოფილების მოდერატორს, სადაც კონკრეტული მომხმარებელი ათავსებს თავის განცხადებას, აქვს უფლება აღნიშნული მომხმარებელი დააჯარიმოს გაფრთხილებით ( Warn) , ფორუმზე შემოსვლის, ან განცხადების გაკეთების შეზღუდვით ( ban) და თვალყურის დევნების რეჟიმით აკონტროლოს ამ კონკრეტული მომხმარებლის განცხადებები.(პოსტები) 4.2 გაფრთხილება ( warn ) არის მხოლოდ ადმინისტრაციისთვის ხელმისაწვდომი სანქცია, რომლის დროსაც იგი მიუთითებს კონკრეტულ მომხმარებელს მის მიერ გადაჭარბებულ უფლებებზე. 4.3 ყველა მომხმარებელს აქვს ,,გაფრთხილების პაკეტი" , რომლის ავსება იმაზეა დამოკიდებული,თუ რამდენ %-იან გაფრთხილებას მიანიჭებს უფლებამოსილების გადამჭარბებელ მომხმარებელს მოდერატორი. პაკეტის ამოწურვის შემთხვევაში მომხმარებელს მოდერატორის მიერ დათქმული ვადით შეეზღუდება ფორუმზე მოღვაწეობა. 4.4 მოდერატორს უფლება აქვს, მომხმარებელი შეზღუდოს ფორუმით სარგებლობის უფლებით(დაადოს ban). შეზღუდვის ხანგრძლივობა განისაზღვრება უფლებამოსილების გადაჭარბების შესაბამისად ფორუმის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერ დრო.თუ ფორუმზე წარმოიშობა ისეთი დავა ან სიტუაცია,რომელიც არ რეგულირდება ფორუმის წესებით, მას გადაწყვეტს ფორუმის ადმინისტრაცია სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე.
|
|||||||||