ახალი ამბები

ასოციაცია “მშობლები განათლებისთვის” ორგანიზაციის მუნიციპალური კოორდინატორების ქსელს ქმნის

ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ქვეყნის მასშტაბით მშობელთა ქმედითი ქსელის შექმნას იწყებს. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ორგანიზაციის მუნიციპალური კოორდინატორები, რომელთა საშუალებით ორგანიზაცია რეგიონებთან კავშირს გაამყარებს. პირველ ეტაპზე მუნიციპალური კოოდინატორები შეირჩევიან ხაშურში, თელავში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ლანჩხუთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების მონაწილეთა შორის. მომავალი წლიდან კი კოორდინატორთა ქსელი სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს. კოორდინატორი მოვალეობის დეტალურად…

“მშობლები განათლებისთვის” “მშობელთა სკოლას” იწყებს

ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის“ საგანგებოდ სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგებს იწყებს, რომელთა გავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია და ახალი უნარ-ჩვევები მშობლებს შვილის სწავლისა და აღზრდის საკითხებში, სკოლასთან ურთიერთობაში და სასკოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში დაეხმარება. ტრენინგის მონაწილეები გაივლიან შემდეგ საკითხებს: ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში; რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი; სკოლისა და მოსწავლის მშობლის ეფექტური დეტალურად…

219 60 80 – საქართველოში სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით სატელეფონო მომსახურების პირველი ცენტრი ამოქმედდა

ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“, სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით, სატელეფონო მომსახურების ცენტრი აამოქმედა. ტელეფონის ნომერზე – 219 60 80 დარეკვის შემთხვევაში, მშობელი კონსულტაციას მიიღებს ნებისმიერ სასკოლო საკითხზე, რაც მას და მის შვილს ეხება. კერძოდ, რა ვალდებულებები და უფლებები აქვს სკოლას, მასწავლებელს და მშობელს ბავშვის განათლების საკითხში; როგორ ითანამშრომლოს მშობელმა სკოლასთან; რა გამოსავალი არსებობს მაშინ, როდესაც სახეზეა დეტალურად…

„მშობლები განათლებისთვის“ საჯარო შეხვედრებს სექტემბრიდან განაახლებს

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მხარდამჭერებთან შეხვედრებს აგრძელებს.  ამჯერად, ასოციაციის დამფუძნებლებთან დიალოგი მხარდამჭერების ინიციატივით შედგა. მშობლებმა სკოლასთან ურთიერთობის განსხვავებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითების განხილვის პარალელურად, პრობლემების მოგვარების გზების ძიებაზე იმსჯელეს. ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს გაიცნოს და შეისწავლოს სხვა მშობლების გამოცდილება. ამ მიზნით სექტემბერში დაგეგმილია საჯარო შეხვედრები რუსთავსა და თბილისში, სადაც განხილული იქნება სასკოლო გამოწვევები დეტალურად…

„მშობლები განათლებისთვის“ რეგიონულ ტურს ატარებს

ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ ტურს ატარებს, რომელიც კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. რეგიონული ტურის მიზანი სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მშობელთა საჭიროებების შესწავლაა.

+