megi

“მშობლები განათლებისთვის” მშობელთა დისტანციური სკოლის პროექტს იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მოსწავლეთა მშობლებისთვის დისტანციური ფორმატის საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ივნისის მიწურულს ინტერნეტსივრცეში ახალი ვებგვერდი გამოჩნდება, სადაც მშობლები შეძლებენ შვილთან და სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მიიღონ მაღალკვალიფიციური  სპეციალისტის რეკომენდაცია. კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებამდე მშობელთა ასოციაცია მოწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავდა. ამის მიუხედავად, მშობლების ნაწილი ტრენინგებში სხვადასხვა მიზეზით ვერ დეტალურად…

მშობლობა იზოლაციაში

  მეხუთე კვირაა სახლში ვართ! დედა, მამა და ორი შვილი. 11 წლის კესო და 5 წლის კატო. მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრების გამოცდილება არავის გვაქვს. ადამიანები ყველა კონტინენტზე ბუნებრივად დავიბენით, შეგვეშინდა და ყველა ჩვენებურად ვცდილობთ თავის გატანას ამ უჩვეულო დროში. სახლებში იზოლაციის და კარჩაკეტილი ცხოვრების პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ის მშობლები ვართ, ვისაც მცირეწლოვანი შვილი დეტალურად…

სკოლისა და მშობლების თანამშრომლობა- ქეთი ჩაჩხიანის ამერიკული გამოცდილება

ავტორი ქეთი ჩაჩხიანი 2018 წლის ზაფხულში არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში დავიწყე სწავლა. პარალელურად, ჩემი მეათე და მეექვსეკლასელი შვილები არიზონას საჯარო სკოლების, ე.წ. high school-ის და middle school-ის, მოსწავლეები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სპეციალისტი ვარ, ამ სკოლებში არსებული მშობლებთან თანამშრომლობის გამართული სისტემის გარეშე გამიჭირდებოდა სწრაფად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გავრკვეულიყავი ადგილობრივი სასკოლო სისტემის თავისებურებებში და, დეტალურად…

„მშობლები განათლებისთვის“ მოსწავლეთა მოტივაციაზე საშინაო დავალების გავლენას შეისწავლის

არასამთავრობო ორგანიზაციაში „მშობლები განათლებისთვის“ მშობლების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც შეისწავლის საშინაო დავალების გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე. მშობელთა სამუშაო ჯგუფის მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა საშინაო დავალებასთან მიმართებაში სამართლებრივ აქტებში ცვლილებების ინიცირება და მშობელთა ცნობიერების ამაღლება. ჯგუფის შექმნის საფუძველი გახდა მშობელთა მაღალი ინტერესი საშინაო დავალების მიმართ. მშობლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი მოცულობის, ერთფეროვანი საშინაო დავალება ნეგატიურად მოქმედებს დეტალურად…

+