admin

მოსწავლეთა მშობლების შესაძლებლობების განვითარების პროექტი განხორციელდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ განათლების კოალიციის მხარდაჭერით და „გუდავაძე-პატარკაციშვილი ფონდის“ დაფინანსებით პროექტი „მშობელთა შესაძლებლობების განვითარება“ განახორციელა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა მშობლების საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვისთვის ხელშემწყობი მექანიზმების განვითარება და ბავშვის ინტერესების ადვოკატირება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროექტი ორ კომპონენტს მოიცავდა: სასკოლო სივრცეში მშობლების მხარდაჭერას, შვილების ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით. მოსწავლეთა დეტალურად…

„მშობლები განათლებისთვის“ საჯარო სკოლებში პერსონალური მონაცემების მართვის საკითხებს შეისწავლის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებით სკოლებში პერსონალური მონაცემების მართვის სისტემის შესწავლას იწყებს. „სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვის პილოტირების” პროექტის მიზანია, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების მართვისა და დაცვის სისტემის/მოდელის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც თავდაპირველად 3 სამიზნე სკოლაში დაინერგება. პროექტის დასრულების შემდგომ მიღებული გამოცდილების გადატანა სხვა საჯარო და კერძო სკოლებშიც იქნება შესაძლებელი. სკოლების შერჩევა ურბანული დეტალურად…

მოსწავლეთა მშობლები სასკოლო პრობლემებს შეისწავლიან

14 სექტემბერს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრში ctc არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ნამდვილი წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე სასკოლო გარემოსთვის დამახასიათებელი პრობლემების მოსწავლეთა საჭიროებების ჭრილში განხილვა და მშობლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების ფორმირება. შეხვედრის შედეგად დაკომპლექტდა 3 ჯგუფი, რომლებიც სამ სხვა და სხვა საკითხს შეისწავლიან და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. ორგანიზაციის წევრებმა პირველ ეტაპზე დეტალურად…

+