თვე: სექტემბერი 2019

„მშობლები განათლებისთვის“ საჯარო სკოლებში პერსონალური მონაცემების მართვის საკითხებს შეისწავლის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებით სკოლებში პერსონალური მონაცემების მართვის სისტემის შესწავლას იწყებს. „სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვის პილოტირების” პროექტის მიზანია, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების მართვისა და დაცვის სისტემის/მოდელის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც თავდაპირველად 3 სამიზნე სკოლაში დაინერგება. პროექტის დასრულების შემდგომ მიღებული გამოცდილების გადატანა სხვა საჯარო და კერძო სკოლებშიც იქნება შესაძლებელი. სკოლების შერჩევა ურბანული დეტალურად…

მოსწავლეთა მშობლები სასკოლო პრობლემებს შეისწავლიან

14 სექტემბერს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრში ctc არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ნამდვილი წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე სასკოლო გარემოსთვის დამახასიათებელი პრობლემების მოსწავლეთა საჭიროებების ჭრილში განხილვა და მშობლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების ფორმირება. შეხვედრის შედეგად დაკომპლექტდა 3 ჯგუფი, რომლებიც სამ სხვა და სხვა საკითხს შეისწავლიან და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. ორგანიზაციის წევრებმა პირველ ეტაპზე დეტალურად…

+