თვე: ივლისი 2018

მშობლებო, იომეთ ჩემნაირ მშობლებთან ერთად, წაგებამდე ნუ დაყრით ფარ-ხმალს…

რამდენიმე თვის წინ ჩემს ფეისბუქ-გვერდზე ეს სტატუსი დავდე და სკოლა მოვნიშნე: „ჩემი შვილის პედაგოგს გადაეცით, “რეგვენი” კუმშვადია და მრავლობითში “რეგვნებოა” სწორი და არა “რეგვენებო-თქო”… ჩემი არ ესმის და…“ რამდენიმე საათში დამირეკა სკოლის დირექტორმა. (სკოლის პრობლემებზე არაერთხელ  დამიწერია და სკოლაც მომინიშნავს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სტატუსს დირექცია გამოეხმაურა) მისთვის მოულოდნელი იყო ჩემი პროტესტის გამოხატვის დეტალურად…

მასწავლებელი თუ მოინდომებს…

მე რომ 9 წლის ვიყავი, ის მაშინ  ალბათ ჩემი ახლანდელი ასაკის იქნებოდა. მესამე კლასში ვიყავი, როცა გავიცანი. პირველივე დღეს ჩვენი მომავალი პროფესიის შესახებ დაგვაწერინა თემა. მაშინ ასტრონომობა მინდოდა. მამაჩემს სახალისო ასტრონომიის წიგნი ჰქონდა და ვკითხულობდი. ვკითხულობდი და სულ ცისკენ  მეჭირა თვალი. ვინ დამარწმუნებდა მაშინ, რომ ვარსკვლავების თვლაზე მეტად წერა მეყვარებოდა, თუმცა შემიყვარდა და ეს სწორედ დეტალურად…

მშობლებო, ხელის გულზე გიდევთ პრობლემები! თქვით. ილაპარაკეთ..

მშობლებო, ამოიღეთ ხმა!  კონსტრუქციულად გამოთქვით თქვენი აზრი, თორემ ამდენი დუმილით სკოლაში უინტერესოები ვგონივართ. ხმამაღლა და გასაგებად თქვით, რასაც ერთად შეკრებილები მოსთქვამთ, რაზეც გაუჩერებლად საუბრობთ ყველგან, სკოლის კედლების გარდა.

„მშობლები განათლებისთვის“ რეგიონულ ტურს ატარებს

ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ ტურს ატარებს, რომელიც კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. რეგიონული ტურის მიზანი სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მშობელთა საჭიროებების შესწავლაა.

+