წევრობა

აპლიკაციაში მითითებულ ინფორმაციას განვათავსებთ ასოციაციის წევრების მონაცემთა ბაზაში, რაც სამომავლოდ გაგვიმარტივებს კომუნიკაციას
ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მიზნად ისახავს განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას მშობელთა შესაძლებლობების განვითარებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობით.
მშობელთა და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მშობელთა განათლება და დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება. განათლების პოლიტიკაში ბავშვების საუკეთესო ინტერესების ადვოკატირება. განათლების მართვაში მშობელთა მონაწილეობის ხელშეწყობა.
ასოციაციის შინაგანაწესის მიხედვით დაუშვებელია ორგანიზაციის სახელით საუბარი/განცხადებების გაკეთება, თუ ეს არ არის შეთანხმებული გამგეობასთან. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში პირი დატოვებს ორგანიზაციას.